ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „რომასთან“ (0:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდი მომავალ თამაშზე ფიქრობს, რადგან ტურინში სკუდეტოს მოგების ზეიმია დაგეგმილი.
„მეორე ტაიმში უფრო ცუდად ვითამაშეთ, ვიდრე პირველში, რაღაც შეიცვალა. თუ პირველ ან მეორე გოლს ვერ გაიტან, შემდეგ მეტოქე ვითარდება. თუმცა, ეს ნორმალურია, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვიგეთ სკუდეტო, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროფესიონალები ვართ და ყოველთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ გამარჯვებისთვის.
ახლა შემდეგ კვირაზე ვფიქრობთ, დიდი ზეიმი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ტიფოზებისთვის. ადვილი თამაში არ გველოდება, რადგან „ატალანტას“ დიდი მიზანი აქვს, ჩვენ კი უკვე გავიმარჯვეთ. თუმცა, გვინდა, კარგი თამაში ჩავატაროთ“, – თქვა მატუიდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ დაპირისპირება 19 მაისს გაიმართება.