მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ანიელისთან გუნდის გაუმჯობესების შესახებ ვისაუბრებ”

ალეგრი: “ანიელისთან გუნდის გაუმჯობესების შესახებ ვისაუბრებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „რომასთან“ (0:2) წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა.

ალეგრიმ ასევე განაცხადა, რომ ანდრეა ანიელისთან შეხვედრისას სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

„დღესაც კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ ბევრი შეცდომა დავუშვით, რაგდან პირველ ნახევარში უფრო მეტი საგოლე შანსი შეგვექმნა. მეორე ნახევარშიც რიტმის ქვეშ ვითამაშეთ, ბურთიც შევინარჩუნეთ, მაგრამ ორივე გოლი დაკარგული ბურთის შედეგად გავუშვით.

ანიელისთან შეხვედრა? ჩვენ უნდა ვისაუბროთ, როგორ გავაუმჯობესოთ გუნდის მდგომარეობა. ნორმალურია, რომ გუნდის განახლება წლიდან წლამდე მიმდინარეობდეს. ოქტომბრიდან მოყოლებული ვიცი, რა სჭირდება გუნდს გასაძლიერებლად.

ეს მნიშველოვანი წელი იყო, რადგან სახლში ორი ტიტული წამოვიღეთ, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტ მომენტს საუკეთესო კონდიციებში ვერ შევხვდით. მომდევნო წელი კიდევ უფრო რთული იქნება, შეცდომების ზღავრი შემცირდება, შესაბამისად, მკაფიო იდეები და სიმწიფე გვჭირდება“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე 19 მაისს, ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …