მთავარი / სიახლეები / “იუვე” რომში დამარცხდა

“იუვე” რომში დამარცხდა

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო. „ინტერთან“ და „ტორინოსთან“ ფრეების შემდეგ მასიმილიანო ალეგრის გუნდი „რომას“ ესტუმრა და 0:2 წააგო.

„იუვე“ იტალიის დედაქალაქში უმოტივაციო და ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა. თუმცა, მატჩი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში მეტოქეს სჯობდა. რომ არა, ანტონიო მირანტე „ბებერი სინიორა“ აუცილებლად გახსნიდა ანგარიშს, მაგრამ „რომას“ მეკარემ ჯერ ხუან კუადრადოს აჯობა, შემდეგ ზედიზედ ორჯერ პაულო დიბალას არ დაანება გატანა.

მეორე ტაიმში „იუვემ“ გაიტანა კიდეც, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. 79-ე წუთზე კი ტურინელებმა დაცვაში ცუდად ითამაშეს და ალესანდრო ფლორენციმ ანგარიშის გახსნა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი რომაელებმა კონტრშეტევა მეორე გოლით დაასრულეს, თავი ედინ ჯეკომ გამოიჩინა.

„იუვენტუსს“ 89 ქულა დარჩა და მომდევნო მატჩს 19 მაისს, „ატალანტასთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს. „რომასთან“ შეხვედრაში კი, „იუვემ“ მომავალი სეზონის საშინაო მაისურებით ითამაშა, რომელსაც შავ-თეთრი ზოლები აღარ ამშვენებს…

„რომა“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„რომა“ (4-3-3): მირანტე; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაროვი; ძანიოლო, ნზონზი, პელეგრინი (კრისტანტე 67); კლუივერტი (ჯენგიზ იუნდერი 78), ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (კანსელუ 85), კასერესი, კიელინი, სპინაცოლა; ემრე ჯანი, პიანიჩი (ბენტანკური 71), მატუიდი (ალექს სანდრო 84); კუადრადო, რონალდუ, დიბალა

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ფლორენცი (79), 2:0 ჯეკო (90)

გაფრთხილება: ჯეკო (51), ძანიოლო (75), კოლაროვი (90) – ემრე ჯანი (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 5 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: დავიდე მასა

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …