ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და თქვა, რომ პირველმა წრემ კარგად ჩაიარა.
„პირველმა წრემ ძალიან კარგად ჩაიარა, თითქმის ყველა თამაში მოვიგეთ, ძალიან მყარი გუნდი ვართ. თუმცა, სეზონი გრძელია. შესაბამისად, უნდა შევინარჩუნოთ ეს რიტმი, მშვიდად ვიმუშაოთ, რომ ჩვენს დასახულ დიდებულ მიზნებს მივაღწიოთ.
VAR-ი? ძალიან მომწონს, რადგან შეცდომების შემცირებას ხელს უწყობს. მაგრამ მსაჯებისთვის ძალიან ანალიზის გაკეთება და ამიტომ, თავიანთი სამუშაოს შესრულება მშვიდად უნდა დავაცადოთ“, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პირველი წრე სარეკორდი რაოდენობის ქულებით (53) დაასრულა და მდევარ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს. კრიშტიანუ კი „სამპდორიასთან“ შესრულებული დუბლის შემდეგ ბომბარდირთა დავაში 14 გოლით გალიდერდა.