მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუს დუბლი და გამარჯვებით დასრულებული 2018 წელი

კრიშტიანუს დუბლი და გამარჯვებით დასრულებული 2018 წელი

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წელი გამარჯვებით დაასრულა. „იუვემ“ წლის ბოლო შეხვედრა ტურინში, გენუის „სამპდორიასთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, მაგრამ მაინც გაიმარჯვა.

შეხვედრა მასიმილიანო გუნდისთვის იდეალურად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე იგებდა. კრიშტიანუ რონალდუმ დიაგონალური დარტყმით მოახერხა გატანა. თუმცა, პირველ ტაიმში „იუვეს“ ფეერიული ფეხბურთი არ უთამაშია. მერე იყო პაულო დიბალას დარტყმა, რომელიც კარს მცირედით ასცდა. 33-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა. საჯარიმოში ემრე ჯანმა ხელით ითამაშა, მთავარმა მსაჯმა პაოლო ვალერიმ ეპიზოდი ვიდეორეფერთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. უმაღლესის საფეხბურთო სასჯელი გოლად ყოფილმა იუვენტინომ ფაბიო კვალიარელამ აქცია, რომელსაც გოლი არ აღუნიშნავს.

„ბებერმა სინიორამ“ მეორე ტაიმის უფრო აქტიურად დაიწყო და სახიფათო მომენტებიც უფრო მეტად შექმნა. ბლეზ მატუიდისა და კრიშტიანუ რონალდუს ემილ აუდერომ ორჯერ საოცარი ბურთი აუღო. მოგეხსენებათ, ემილ აუდერო „სამპაში“ იჯარით თამაშობს და „იუვეს“ საკუთრებაშია.

თუმცა, 65-ე წუთზე საჯარიმოში ხელით უკვე გენუელმა მცველმა ითამაშა და ისევ ვიდეორეფერის დახმარებით პენალტი დაინიშნა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა და დუბლი შეასრულა. ტურინელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მაგრამ დიბალამ ხელსაყრელი სიტუაციიდან ცუდად და არაზუსტად დაარტყა.

შედეგად, „იუვეს“ ნერვიულობა მოუწია. მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა და სწორედ ამ დროს ანგარიში გათანაბრდა… რიკარდო საპონარამ ულამაზესი გოლი გაიტანა და თითქოს „იუვეს“ ზედიზედ მეორედ უნდა დაეკარგა ქულები. თუმცა, ამ შეხვედრაში მთავარი მოქმედი პირი ვიდეორეფერი იყო. საპონარამ სანამ ბურთს მიიღებდა, პასის მომენტში აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და გოლი სამართლიანად გაუქმდა.

საბოლოოდ, კრიშტიანუ რონალდუს დუბლი და „იუვენტუსმა“ „სამპდორია“ ნერვიულობის ფონზე, მაგრამ მაინც დაამარცხა და 2019 წელს კარგ ხასიათზე შეხვდება.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 53 ქულა დააგროვა და გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს ისტორიაში ერთი წლის შემდეგ (19 ტური, 17 გამარჯვება 2 ფრე, 0 წაგება) ასეთი რაოდენობის ქულა არცერთ გუნდს არასდროს დაუგროვებია – შესაბამისად, ეს რეკორდია.

„იუვენტუსი“ მომდევნო შეხვედრას უკვე 2019 წელს, 12 იანვარს, იტალიის თასზე ჩაატარებს. მერვედფინალურ ეტაპზე „იუვე“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუპირისრდება. შემდეგ 16 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „მილანს“ შეხვდება, ხოლო სერია A-ს ეგიდით მომდევნო მატჩი 21 იანვარს, ტურინში ვერონას „კიევოსთან“ ელოდება.

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“ 2:1 (1:1)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): პერინი; დე შილიო, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (დუგლას კოშტა 82); დიბალა, მანჯუკიჩი (ბერნარდესკი 69), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„სამპდორია“ (4-3-1-2): აუდერო; სალა, ფერარი, კოლი, მურუ; პრატი, ეკდალი (იანკტო 82), ლინეტი; რამირესი (საპონარა 72); კვალიარელა, კაპრარი (დეფრელი 67)

მწვრთნელი: ფაბიო კვალიარელა

გოლები: 1:0 რონალდუ (2), 1:1 კვალიარელა (33, პენ), 2:1 რონალდუ (65, პენ)

გაფრთხილება: მატუიდი (36), რუგანი (71) – ფერარი (36), საპონარა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …