ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდის მთავარი ამოცანა დაცვაში კარგი თამაშია.
„ჩვენ მივაღწიეთ მიზანს და წელი კარგად დავასრულეთ. სეზონის დასაწყისში გაღებულმა ძალისხმევამ დიდი შედეგი ახლა გამოიღო. ეს არის გუნდი, რომელიც ტაქტიკურად კარგადაა მომზადებული, რგოლებს შორის კავშირი მყარია. თუმცა, მატჩის დასაწყისის შემდეგ ცოტა სირთულეები შეგვექმნა, თუმცა, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ, ცოტა იღბლის ხარჯზეც და საბოლოოდ სასურველ შედეგს მივაღწიეთ.
შეტევაში გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც გოლის გატანა ნებისმიერი სიტუაციიდან შეუძლიათ. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცვითი ფაზა, რადგან რაც უფრო ნაკლებ გოლს გავუშვებთ, წარმატების მეტი შანსი გვაქვს. მეორე წრეც ასევე უნდა ჩავატაროთ, როგორც პირველი“, – განაცხადა დე შილიომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პირველი წრე სარეკორდო რაოდენობის ქულებით (53) დაასრულა და მდევარ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.