ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით წლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ალეგრიმ თქვა, რომ სკუდეტომდე 37 ქულის მოპოვებაღა დარჩა.
„37 – ეს არის ქულათა რაოდენობა, რომელიც სკუდესთან გვაშორებს. წლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ადვილი არ ყოფილა. შვენ გვქონდა საგოლე მომენტები კარგი გუნდის წინააღმდეგ, მაგრამ მათი პენალტის შემდეგ ცოტა დაბნეულები ვიყავით. მეორე ტაიმში რამდენიმე შანსი შემდეგ დავწინაურდით და ბოლო წამამდე რისკის ქვეშ ვიყავით, თუმცა, საბედნიეროდ, „სამპდორიას“ მეორე გოლის დროს თამაშგარე დაფიქსირდა.
VAR-ი? – სწორია მისი გამოყენება, როდესაც ეს მიზანშეწონილია. ვალერიმ კარგად იმსაჯა და სჭირდებოდა ტექნოლოგიის დახმარება. ეს იყო ლამაზი თამაში, მაგრამ საბოლოოდ 2:1 მოვიგეთ. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ, იყო შეცდომები, რომლებიც არ უნდა დავუშვათ.
რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა, აუდერომ ძალიან კარგად ითამაშა და ძელიც დაეხმარა. ისევე, როგორც კოლი, რომელმაც მისი თავურის შემდეგ გადაარჩინა თავისი გუნდი. დიბალა თამაშს ანაწილებდა. პაულოს როლი უმნიშვნელოვანესია ნახევარდაცვისა და შეტევის ხაზებს შორის კავშირში. რუგანიმაც კარგად ითამაშა, მაგრამ ასევე ყველამ“, – თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ პირველი წრე სარეკორდო რაოდენობის ქულებით (53) დაასრულა და მდევარ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.