მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ 2018 წლის ბოლო შეხვედრაში გენუის „სამპდორია“ 2:1 დაამარცხა და შვებულებაში კარგ ხასიათზე გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით:

პერინი 5.5 – ძირითადში შჩესნი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გახურებისას დაშავდა და პერინიც ამიტომ გამოჩნდა მოედანზე. კვალიარელას პენალტით მისი ტურინული მშრალი სერია დასრულდა. ბოლოს კი ძალიან გარისკა. საპონარას მეორე გოლის დროს, რომელიც საბოლოოდ გაუქმდა, ბურთი საშინლად შეიტანა თამაშში, რამაც „სამპას“ იერიშს დაუდო სათავე.

დე შილიო 6.5 – დღითიდღე უფრო თავდაჯერებულია. დაცვაში პრაქტიკულად შეცდომებს აღარ უშვებს.

რუგანი 6.5 – თითქმის ყველა შემთხვევაში დროულად მოახერხა თამაშის წაკითხვა და დასწრებაზე თამაში. შანსი კარგად გამოიყენა.

კიელინი 7 – პირველ ტაიმში ძველი დრო გაიხენა და მეტოქის საჯარიმოში დრიბლინგი სცადა. საბოლოოდ, დიბალას კარგი პასი გაუკეთა. დაცვაში კი, მისი თამაში ისევ უნაკლო იყო.

ალექს სანდრო 6 – პირველ ტაიმში „სამპას“ ყველაზე სახიფათო იერიში გაანეიტრალა და კარის ხაზიდან თავით გამოიტანა ბურთი. თუმცა, შემდეგ პენალტი დაინიშნა იმ მომენტიდან, რადგან ემრე ჯანს ბურთი ხელზე მოხვდა.

ემრე ჯანი 6.5 – პენალტი მან აიკიდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფრო არ გაუმართლა, ვიდრე ცუდად ითამაშა. ის აშკარად გაიზარდა ტრავმის შემდეგ.

პიანიჩი 6.5 – ტოპი არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე მეტი ირბინა (12.6 კმ) და მისი კლასი გუნდსაც ეტყობოდა.

მატუიდი 6.5 – არამხოლოდ პრესინგი დამოპოვებული ბურთები. ახლოს იყო გოლის გატანასთან, თუმცა აუდერომ აჯობა.

დუგლას კოშტა შ.გ – მან მხოლოდ რვა წუთი ითამაშა, მაგრამ საგოლე პასის გაკეთება შეეძლო და რონალდუს ჰეთ-თრიქის შესრულება. მაგრამ ბრაზილიელის პასი არ გავიდა.

დიბალა 7.5 – რონალდუს პირველი გოლის მისი ბრწყინვალე საგოლე პასით დაიბადა. გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ვერ შეძლო. თუმცა რგოლებს შორის კავშირი მსიი დამსახურება იყო.

მანჯუკიჩი 6.5 – ჩვეულად, ბრძოლაში იყო. გოლთან ახლოსაც, მაგრამ შორეული ძელი დროულად ვერ ჩაკეტა.

ბერნარდესკი 6 – აუდეროს დაჯაბნა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

რონალდუ 8 – ანგარიში გახსნა, როდესაც თამაშ ორი წუთის დაწყებულიც არ იყო. დუბლთან ახლოს იყო მანამ, სანამ პენალტს გაიტანდა, მაგრამ მისი შორეული გასროლა ჯერ აუდერომ, მერე კი ძელმა მოიგერიეს. საბოლოოდ დუბლი მაინც შეასრულა, მაგრამ პირველი ტურინული ჰეთ-თრიქი გადაიდო. პირველი წრე 14 გოლით დაასრულა, ხოლო 2018 წელი 49 გოლით. ფენომენი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …