ტურინის „იუვენტუსმა“ და კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა თანამშრომლობა გააგრძელონ. ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ამ საკითხზე ფიქრობს და ანდრეა ანიელიც თანახმა იქნება.
რონალდუს „იუვენტუსთან“ მოქმედი კონტრატი 2022 წლამდე აკავშირებს და არაა გამორიცხული ხელშეკრულება ერთი ან ორი წლით გაახანგრძლივოს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ფეხბურთელს ყველა ტურნირის ჩათვლით 25 გოლი აქვს გატანილი.