ალესანდრო დელ პიერომ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, არგენტინელმა ბოლო ფორვარდთან ყველაზე ახლოს უნდა ითამაშოს.
„ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო პოზიცია ფორვარდთან ძალიან ახლოს თამაშია. მას შეუძლია პასის გაკეთება, გატანა, დრიბლინგი. იდეალურია ნახევარდაცვას და შეტევას შორის კავშირის დამყარებაში, ის არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს ზონებს უთავისფულებს.
„იუვენტუსს“ ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს. სარიც კარგად მუშაობს, ყველა ტურნირზე მოსაგებად იბრძვის და კლუბმა კარგი არჩევანი გააკეთა“, – თქვა დელ პიერომ.