კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელი შესანიშნავად დაიწყო და „კალიარისთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამის გარდა, საგოლე პასიც შეასრულა. ნამატჩევს პორტუგალიელმა კომენტარი გააკეთა.
„ჰეთ-თრიქი? მთავარია გუნდი. ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, გოლის გატანა სასიამოვნოა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გამარჯვება და „ინტერზე“ ზეწოლის მოხდენა.
ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ, არამარტო დაცვაში, არამედ შეტევასა და ნახევარდაცვაში. საჭიროა ყველა ასპექტის გაუმჯობესება.
„ნაპოლი“ – „ინტერი“? არ ვიცი ვუყურებ თუ არა, მაგრამ იმედია, რომ „ინტერი“ წააგებს. ეს ჩვენთვის საუკეთესო იქნება. ამის მიუხედავად მშვიდად ვართ და ჩვენს შედეგებზე ვფიქრობთ“, – თქვა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგროვა და თუ დღეს „ინტერი“ ვერ მოიგებს, ერთპიროვნულად გალიდერდება.