მთავარი / სიახლეები / სერია A / რაბიო: “მზად ვარ იმ პოზიციაზე ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები”

რაბიო: “მზად ვარ იმ პოზიციაზე ვითამაშო, სადაც გუნდს დავჭირდები”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ „კალიარისთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, მზადაა იმ პოზიციაზე ითამაშოს, სადაც გუნდს დასჭირდება.

„მე მზად ვარ თამაშთან ადაპტირება მოვახდინო, ვითამაშო იქ, სადაც გუნდს სჭირდება. როდესაც ტურინში ჩამოვედი დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი და ახლა ტემპს ვუბრუნდები. ყოველთვის უკეთ ვგრძნობ თავს და მინდა მუშაობა ასე გავაგრძელო.

ჩვენი ფილოსოფია მომწონს, რაც შეიძლება დიდხანს გვქონდეს ბურთი და დაუყოვნებლივ შეტევა დავიწყოთ. ეს საშუალებას გვაძლევს ბურთის მალევე დაბრუნებაზე ვიფიქროთ და დროთა განმავლობაში ამას ვაუმჯობესებთ“, – თქვა რაბიომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგროვა და თუ დღეს „ინტერი“ ვერ მოიგებს, ერთპიროვნულად გალიდერდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …