მთავარი / სიახლეები / სერია A / კაპელო: “დე ლიხტი კარგად არაა? ასე ამბობენ…”

კაპელო: “დე ლიხტი კარგად არაა? ასე ამბობენ…”

მატიას დე ლიხტმა ბოლო ხუთი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. „კალიარისთან“ მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო მცველი გახდება, ხოლო ამავე მატჩამდე აღნიშნა, რომ ფიზიკური პრობლემა ჰქონდა.

ფაბიო კაპელოს სარის სიტყვების არ სჯერა და ამბობს, რომ დე ლიხტს დრო სჭირდება.

„დე ლიხტი კარაგად არაა და იმიტომ არ თამაშობს? ისინი ასე ამბობენ… ახლა ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ, რომ ახალი სათამაშო სისტემა და ახალი მენტალიტეტი გაიგოს. პლატინის ამისთვის ექვსი თვე დასჭირდა.

რაბიო და რემზი? ჩემთვის ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ტოპ კონდიციაში ჯერ კიდევ არ იმყოფებია. რაბიოს „იუვემდე“ 6 თვე არ ჰქონდა ნათამაშები, დრო სჭირდება, რომ ფორმაში შევიდეს“, – თქვა კაპელომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …