ტურინის „იუვენტუსმა“ 2020 წელი კარგად დაიწყო და „კალიარი“ 4:0 გაანადგურა. კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი გონსალო იგუაინმა გაიტანა. გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – პირველი ტაიმი მაყურებლის როლში იყო, მეორე ნახევარში კი ერთხელ ხარიხამ და ერთხელ ძელმა გადაარჩინა.
კუადრადო 6.5 – შეტევაში აქტიურად მიდიოდა და მეტოქის ნახევარზე „იუვე“ მისი წყალობოთ ერთ კაციან უპირატესობას ფლობდა.
დემირალი 6.5 – პირველ ტაიმში ყველაზე რეალური სწორედ თურქს ჰქონდა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
ბონუჩი 6 – თამაში განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე. ნაინგოლანი გაანეიტრალა.
ალექს სანდრო 6 – კუადრადოვით აქტიური არ ყოფილა.
რაბიო 6.5 – კარგად ითამაშა, მაგრამ ხშირად დიდ დროს ხარჯავდა. ნებისმიერ შემთხვევაში გამოცდა ჩააბარა.
პიანიჩი 7 – მოთმინება ადვილი არაა, როდესაც ხედავ, რომ შედეგი არ მოდის. ის კვლავ რჩება ნახევარდაცვის ლიდერად.
მატუიდი 6 – ნახევარდაცვაში ალბათ ყველაზე სუსტი იყო.
ემრე ჯანი შ.გ – გერმანელმა ძალიან მცირე დრო გაატარა მოედანზე.
რემზი 6 – თამაშში ჩართული იყო, მაგრამ ბოლო მომენტებში მეტისმეტად არაზუსტად თამაშობდა.
დუგლას კოშტა 6.5 – 10 წუთი ითამაშა, მაგრამ რონალდუს საგოლე პასი გაუკეთა და ჰეთ-თრიქი შეასრულებინა.
დიბალა 7 – ეძებდა სივრცეებს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურდა. პენალტიც ასეთი ეპიზოდის შედეგად გამოიმუშავა.
იგუაინი 6.5 – თამაშში ჩაერთო მაშინ, როდესაც შედეგი უკვე გაკეთებული იყო. სტადიონი ოვაციებით შეხვდა. ბურთი როგორც კი ნორმალურად მიიღო, გოლი გაიტანა.
რონალდუ 7.5 – შეიცვალა ვარცხნილობა და შეიცვალა სიჩქარე. მეორე ტაიმის მისი გოლით დაიწყო. შემდეგ კი სერია A-ში პირველი ჰეთ-თრიქიც შეასრულა.