„იუვენტუსისა“ და „კალიარის“ მატჩს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლები დაესწრნენ. Tuttosport-ის ინფორმაციით, ინგლისელთა სამიზნე ორი ფეხბურთელი იყო: მერიჰ დემირალი და ემრე ჯანი.
თურქმა 90 წუთი ითამაშა, ხოლო გერმანელი მოედანზე მხოლოდ მატჩის დასკვნით ნაწილში გამოჩნდა.
სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ფაბიო პარატიჩიმ ჯანის იანვარში გასხვისება გამოირცხა. ამასთან, დემირალის მიმართ ინტერესი ყოველდღე იზრდება, მაგრამ „იუვენტუსი“ თურქთან დამშვიდობებას არ აპირებს, რადგან ბოლო მატჩებში ის ძალიან კარგად თამაშობს და სათადარიგო სკამზე მატიას დე ლიხტიც კი დასვა.