მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “კალიარიდან”

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “კალიარიდან”

ტურინის „იუვენტუსმა“ „კალიარი“ ადვილად, 4:0 დაამარცხა და 2020 წელი კარგად დაიწყო. წარმოგიდგენთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ სტატისტიკას და საინტერესო ფაქტებს.

36 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ეს იყო 36-ე ჰეთ-თრიქი ჩემპიონატების ეგიდით, კარიერაში კი 56-ე!

30 – „იუვენტუსს“ სერია A-ს ეგიდით საკუთარ მოედანზე ბოლო 30 თამაში არ წაუგია (25 მოგება, 5 ფრე).

1 – „იუვენტუსმა“ მინიმუმ 4 ბურთის სხვაობით 2018 წლის თებერვლის შემდეგ მოიგო („სასუოლოსთან“ 7:0).

18 – კრიშტიანუ რონალდუს სერია A-ში 20 გუნდის წინააღმდეგ უთამაშია და 18 მათგანის კარში გოლის გატანა მოახერხა. „იუვენტუსის“ მაისურით პირველად შეძლო ზედიზედ 5 თამაშში თავის გამოჩენა. გარდა ამისა, ბოლო ორ საშინაო შეხვედრაში კრიშტიანუმ 5 გოლი გაიტანა.

1 – გონსალო იგუაინმა გოლი ამ თამაშში კარში პირველივე დარტყმიდან გაიტანა.

5 – „იუვენტუსმა“ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. ჩემპიონატში მანამდე ჩატარებულ ხუთ თამაშში ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა.

1 – „კალიარიმ“ კარისკენ პირველად 40 წუთისან და 16 წამის შემდეგ დაარტყა.

250 – ხუან კუადრადომ სერია A-ში 250-ე თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …