მთავარი / სიახლეები / კულუსევსკიდან ორსოლინამდე: “იუვე” მომავლის გუნდის მშენებლობას იწყებს

კულუსევსკიდან ორსოლინამდე: “იუვე” მომავლის გუნდის მშენებლობას იწყებს

ტურინის „იუვენტუსი“ აწმყოში კონკურენტუნაირიანია და სამივე ტურნირზე უმაღლესი მიზნები აქვს დასახული. თუმცა, პარალელურად სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი წინაც იყურება და მომავლის გუნდის მშენებლობაზე მუშაობს.

ამაზე ნათლად მიანიშნებს 19 წლის დეიან კულუსევსკის ყიდვა, რომლის შესახებ პარატიჩიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის მომავლის „იუვეს“ მშენებლობაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

ვინ იქნება მომავალი „იუვენტუსის“ სხვა წევრები. ერთ-ერთი კანდიდატი რიკარდო ორსოლინია, რომელიც „იუვემ“ ჯერ კიდევ 2017 წლის ზამთარში გაიფორმა, მაგრამ ამ პერიოდში იჯარით ჯერ „ატალანტაში“ იყო, შემდეგ „ბოლონიაში“. მოგვიანებით, რიკარდო ტურინელებმა სწორედ „ბოლონიას“ მიყიდეს, მაგრამ მისი უკან გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ. ორსოლინი მართლაც საინტერესო ტალანტია და შესანიშნავ სეზონს ატარებს. გუშინ, „ფიორენტინას“ დიდებული ჯარიმა გაიტანა პაულო დიბალას სტილში (არგენტინელის მიერ „ატლეტიკოსთან“ გატანილი ჯარიმის ასლი).

როგორია კლუბის მიზანი უახლოეს მომავალში გუნდის დასაკომპლექტებლად ახალგაზრდა ფეხბურთელების ირგვლივ…

მეკარე –  ისტორია ხშირად გვეუბნება, რომ „იუვეს“ ძირითადი მეკარე იტალიის ნაკრების ძირითადი მეკარეცაა. ჯანლუიჯი დონარუმა „იუვენტუსის“ პროექტის ნაწილი შესაძლოა მალე გახდეს და ეს გამორიცხული არაა.

დაცვა – შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რგოლში მომავლის „იუვეს“ მშენებლობა უკვე დაიწყო და დასრულდა კიდეც. მატიას დე ლიხტი (20 წლის), მერიჰ დემირალი (21 წლის) უკვე თამაშობენ ტურინში, ასევე „იუვენტუსმა“ გასულ ზაფხულს შეიძინა, მაგრამ „ჯენოასა“ და „კალიარიში“ ერთი სეზონით გაანათხოვრა კრისტიან რომერო (21 წლის) და ლუკა პელეგრინი (20 წლის).

ნახევარდაცვა – როდრიგო ბენტანკურის გარდა (22 წლის) პარატიჩი კიდევ ორ ტრანსფერზე ოცნებობს. სამიზნეები იტალიელები არიან, ჩვენ ვსაუბრობთ სანდრო ტონალიზე (19 წლის) და ნიკოლო ძანიოლოზე (20 წლის). ამ უკანასკნელის შემთხვევაში პარატიჩი გარკვეული პერიოდია მუშაობს, მაგრამ „რომაში“ მიმდინარე სახელმძღვანელო ცვლილებებმა შესაძლოა სიტუაცია შეანელოს და გაართულოს. ამავე პოზიციაზე „იუვეს“ ორბიტაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა, ჰამედ ჟუნიორ ტრაორე იმყოფება (19 წლის).

თავდასხმა – აქ არის რიკარდო ორსოლინი, რომლის შესახებ როგორც უკვე ვთქვით, თუ „ბოლონია“ გაყიდვას გადაწყვეტს, „იუვენტუსი“ უპირატესობას ფლობს. რიკარდომ უკვე დაამტკიცა, რომ „იუვეს“ დონის ფეხბურთის თამაში შეუძლია. კულუსევსკი უკვე ტურინელია და ამასთან არაა გამორიცხული მოიზე კინის დაბრუნების შესაძლებლობაც, რომელსაც „ევერტონში“ საქმეები ძალიან რთულად მისდის. ტურინში აქტიურად აკვირდებიან ფედერიკო კიეზასაც, მაგრამ კულუსევსკის ტრანსფერი ამ საკითხს აფერხებს, რადგან ერთ პოზიციაზე თამაშობენ და პლუს ამას, ორსოლინიც პრაქტიკულად იგივე პოზიციის მოთამაშეა. შემდეგ კი, არსებობს უცხოელი თავდამსხმელის დამატების დიდი სურვილი, როგორც ანდრეა ანიელიმ თქვა „25 წლის რონალდუს“ ახალი გარიგება. ერლინგ ჰოლანდი (ყველაზე მოსალოდნელი) ტურინელებმა უკვე დაკარგეს, ახლა კი, კილიან მბაპეს სახელი იკვეთება, მაგრამ ფრანგზე დიდი ნადირობაა გამოცხადებული.

სატრანსფერო გეგმების და მიზნების მიხედვით, ახალგაზრდებისგან შემდგარი მომავლის „იუვეს“ სასტარტო თერთმეტეული შემდეგნაირად იკვეთება:

ჯანლუიჯი დონარუმა; კრისტიან რომერო, მატიას დე ლიხტი, მერიჰ დემირალი, ლუკა პელეგრინი; როდრიგო ბენტანკური, სანდრო ტონალი, ნიკოლო ძანიოლო; რიკარდო ორსოლინი, კილიან მბაპე, დეიან კულუსევსკი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …