მთავარი / სიახლეები / სერია A / სარი: “ალბათ საუკეთესო თამაში იყო”

სარი: “ალბათ საუკეთესო თამაში იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „კალიარისთან“ (4:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს სეზონის საუკეთესო თამაში იყო სტაბილურობის თვალსაზრისით.

„უწყვეტობის კუთხით ალბათ ეს იყო სეზონის საუკეთესო თამაში. ჩვენ ვაჩვენეთ ხარისხი აქამდეც, მაგრამ დღეს ეს მთელი თამაშის განმავლობაში ვაჩვენეთ. დღეს ჩვეულებრივზე უფრო მკაცრები ვიყავით.

რემზიმ კარგი თამაში ჩაატარა, მისი კონდიცია იზრდება ვარჯიშებზე შრომის წყალობით. თუმცა, უფრო მეტიც შეუძლია მისი თვისებებიდან გამომდინარე.

კუადრადო დაცვით ფაზაში თამაშის კუთხით ძალიან მოწესრიგებულია. ცხადია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, განსაკუთრებით იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც ცენტრში თავს ძალიან კარგად იცავენ, მაგალითად, როგორც „კალიარი“.

რაბიომ კარგად ითამაშა, გაიზარდა 90 წუთის დონეზეც. ბედნიერი ვარ, რომ სწორ მდგომარეობაში შედის. დე ლიხტი? მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება, პირველი ხუთი თვის განმავლობაში უზარმაზარი გზა გაიარა, ბევრი ახალი რამ ისწავლა, ფეხბურთიდან დაწყებული, ჩვეულებრივ გარემომდე დასრულებული. ცოტათი შეწუხებულია, მაგრამ ახალგაზრდაა და ნორმალურია, რომ ეს ასეა. დემირალი ახლა ძალიან ენერგიულადაა, ვფიქრობ, რომ სწორია ამ სიტუაციაში მისი თამაში. ფეხბურთელებს მოცემული ვითარებიდან გამომდინარე ვიყენებ და ახლა, დემირალი უკეთეს ფორმაშია.

სატრანსფერო ბაზარი ნაკლებად მაინტერესებს. ეს არის გუნდი, რომელიც გაუმჯობესება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით იანვრის სატრანსფერო პერიოდში. მადლობა სპორტულ დირექტორს, რომ კულუსევსკის ყიდვის მერე ჩვენთვის ბაზარი დაიხურა.

„ინტერის“ თამაშს თუ ვუყურებ? არა, დღეს ძაღლი უნდა ვასეირნო“, – განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 45 ქულა დააგროვა და თუ დღეს „ინტერი“ ვერ მოიგებს, ერთპიროვნულად გალიდერდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …