ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს და ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება. გარდა ამისა, პორტუგალიელმა პაულო დიბალასთან და გონსალო იგუაინთან ერთად თამაშზეც გააკეთა კომენტარი.
„თავს კარგად ვგრძნობ, ტკივილი, რომელიც მაწუხებდა წარსულია და გუნდიც ასევე კარგ ფორმაშია. დღეს კარგი მეორე ტაიმი გვქონდა. ყველამ მოვუმატეთ და პერსონალურად მეც თავი უკეთ ვიგრძელი, უფრო თავდაჯერებული ვარ და ასე უნდა გაგრძელდეს.
შემტევი ტრიო (რონალდუ-დიბალა-იგუაინი)? მომწონს, ერთად უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებთ თამაშისგან“, – განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.