მთავარი / სიახლეები / დანილო: “თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ”

დანილო: “თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ განაცხადა, რომ „ლევერკუზენთან“ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, „იუვემ“ თითოეულ თამაშზე უნდა იფიქროს.

„დღეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო მას შემდეგ, რაც ბოლო ორი თამაში ვერ მოვიგეთ. ეს „იუვენტუსის“ მსგავს გუნდში არ უნდა ხდებოდეს და ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ვიმყოფებოდით.

ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი კონცენტრაცია გვაქვს, ვიდრე სერია A-ში? შესაძლაო ეს მოხდა, მაგრამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ კონკრეტულ ტურნირზე ან სატურნირო ცხრილზე, არამედ თითოეულ თამაშზე“, – განაცხადა დანილომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …