მთავარი / სიახლეები / “ლევერკუზენი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ლევერკუზენი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ლევერკუზენი“ კრიშტიანუ რონალდუსა და გონსალო იგუაინის გოლებით დაამარცხა. „ბებერმა სინიორამ“ ჯგუფში 16 ქულა დაასრულა, რაც მისთვის საუკეთესო შედეგია 1996-1997 და 2004-2005 წლების სეზონში ნაჩვენებ შედეგებთან ერთად.

„ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ კი გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6 – პირველ ტაიმში ერთხელ მოუწია რეალურად საქმეში ჩართვა. დიაბის დარტყმის ეპიზოდში კი ძელმა გადაარჩინა.

დანილო 6  – როდესაც სიღრმეში იგუაინი ამოდიოდა, დანილო სწორედ მასზე აგრძელებდა შეტევას. ეს თამაში ქება-დიდებისა და შეცდომების გარეშე.

დემირალი 6.5 – რეალურად ცოტა სამუშაო ჰქონდა, მაგრამ მოედანზე დიდი სურვილით გავიდა. პირველ ტაიმში გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. კარგი თამაში ჩაატარა.

რუგანი 6.5 – დანიელესაც კარგი თამაში გამოუვიდა. ამჯერად მას დაევალა დაცვის ლიდერობა, რასაც თავი გაართვა.

დე შილიო 6.5 – მისი ზონიდან „ლევერკუზენი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ დე შილიომ დაამტკიცა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაშია.

კუადრადო 6 – ნახევარდაცვის ცენტრში ითამაშა, ეს მისი პოზიცია არაა და ბოლოს აპრილში ჰქონდა აქ ნათამაშები. კოლუმბიელი საქმის გულმოდგინედ შესრულებას ცდილობდა.

მურატორე შ.გ – ახალგაზრდა ფეხბურთელმა 2 წუთი ითამაშა.

პიანიჩი 6 – კაპიტნის სამკლავურით ითამაშა, თუმცა, განსაკუთრებული ეფექტების გარეშე. ახლა კი, „უდინეზესთან დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს.

რაბიო 5.5 – ასეთ თამაშში ნდობა უნდა მოეპოვებინა, რომელიც სხვებზე მეტად სჭირდება. თუმცა, მისია ვერ შეასრულა. ბევრი შეცდომა ჰქონდა, მაგრამ მეორე შანსს „უდინეზესთან“ მიიღებს.

მატუიდი შ.გ – ფრანგმა ბოლო 5 წუთი გაატარა მოედანზე.

ბერნარდესკი 5.5 – მიმდინარე სეზონში ჩვეულებრივი ბერნარდესკი ვიხილეთ. ბურთთან ერთად ის ხიფათს აღარ წარმოადგენს.

დიბალა 6.5 – შევიდა და თამაშის სურათი შეცვალა. ორი საგოლე პასიც გააკეთა.

იგუაინი 6.5 – კიდევ ერთხე შეუწყვილდა რონალდუს და სცადა მისთვის საგოლე პასის გაკეთება. შემდეგ რეალური მომენტი გაანიავა, მაგრამ მატჩის მიწურულს მორალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

რონალდუ 6.5 – მისთვის ჩემპიონთა ლიგის ყველა თამაში განსაკუთრებულია, რომ თავისი რეკორდები გააუმჯობესოს ან მიაღწიოს. ამჯერად, კარგი ისაა, რომ გოლი ისევ გაიტანა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …