ტურინის „იუვენტუსის“ მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე 16 დეკემბერს გაირკვევა. ვარიანტი ხუთია და ერთ-ერთთან „იუვეს“ ბრძოლა მოუწევს. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო მეტოქეთა ჩამონთვალი საკმაოდ რთულია.
ყველაზე სასურველი მოწინააღმდეგე ალბათ ფრანგული „ლიონია“, მაგრამ La Repubblica-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ფრანგებთან „იუვეს“ დაწყვილების ძალაინ მცირე შანსია. ყველაზე მეტი შანსი კი, „ჩელსისთან“ დაპირისპირებაა. პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
„ჩელსი“ – 21.6%
„რეალი“ – 20.9%
„ტოტენჰემი“ – 20.6%
„დორტმუნდი“ – 20.1%
„ლიონი“ – 16.8%