ცნობილი იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ მერიჰ დემირალის, ერლინგ ჰოლანდის და გონსალო იგუანის შესახებ ახალ ცნობებს აქვეყნებს.
მერიჰ დემირალი | გერმანიაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩს ლევერკუზენსა და იუვენტუსს შორის მილანის სკაუტები ესწრებოდნენ. მილანელების მთავარი სამიზნე თურქი მცველი მერიჰ დემირალი გახლდათ. საიდუმლო არ არის, რომ როსონერი ცდილობს დემირალის გადაბირებას, რომელსაც იუვენტუსის რიგებში ორი მატჩი აქვს ჩაატარებული. დემირალმა გერმანიაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა, რითაც ალბათ უფრო მოხიბლა მილანელები. ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს იუვენტუსი, რომელსაც ფეხბურთელის შენარჩუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.
ერლინ ჰოლანდი | ევროპის სხვადასხვა კლუბიდან სულ მცირე 40 სკაუტი ესწრებოდა ზალცბურგის მატჩს ლივერპულის წინააღმდეგ, რომელთა დაკვირვების ობიექტი ავსტრიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი იყო. ამ სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ რომ იუვენტუსი ასევე დაინტერესებულია ნორვეგიელის შეძენით და მზად არის ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, წელიწადში 3-4 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
გონსალო იგუაინი | ტურინის იუვენტუსი მოლაპარაკებებს აწარმოებს არგენტინელ თავდამსხმელთან გონსალო იგუაინთან ამჟამინდელი კონტრაქტის გახანგრძლივების მიზნით, რომელიც მას კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. კლუბი აპირებს შეინარჩუნოს ფეხბურთელი ხელფასის გაზრდის გარეშე, მინიმუმ 2022 წლამდე. ამის შემდეგ არგენტინელი დაბრუნდება რივერ პლეიტში და დაასრულებს კარიერას.