მთავარი / სიახლეები / ჯიჯი ბუფონი: “დაბრუნება ემოციური იყო”

ჯიჯი ბუფონი: “დაბრუნება ემოციური იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „ლევერკუზენთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჯიჯიმ გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თავის დაბრუნებაზე ისაუბრა, „ნაპოლის“ და განსაკუთრებით „ატალანტას“ ჯგუფიდან გასვლა მიულოცა.

„ემოციური იყო ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება ამ მაისურით, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო შემთხვევა არაა სასიამოვნო გასახსენებელი, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით ისტორიულ გამარჯვებასთან („რეალთან“ 3:1 2018 წელს). ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ და მენტალურადაც…

ასე თუ ვითამაშებთ, ამ დამოკიდებულებით, შეგვიძლია კარგ შედეგებს მივაღწიოთ, მაგრამ თუ სხვანაირად ვითამაშებთ, პრობლემა იქნება. პრობლემა იყო, როდესაც 20 წლის ვიყავი და სწორი მიდგომა არ მქონდა თამაშისადმი, ახლა კი ასე არაა, თითქმის 42 წლის ვარ.

მინდა მივულოცო „ნაპოლის“ და განსაკუთრებით „ატალანტას“ კვალიფიცირება. რაც ბერგამოში გააკეთეს, ემოციურია. გასპერინის საწყისი წაგებების შემდეგ შეტყობინება გავუგზავნე და მივწერე: „მისტერ, თქვენ ჯგუფიდან გასვლა შეგიძლიათ, რადგან ყველას შეუძლია ყველასთან გამარჯვება“. ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მიაღწიეს, რადგან ესაა რეალობა, რომელიც სამაგალითოა“, – აღნიშნა ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …