ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „ლევერკუზენთან“ ძალიან კარგად ითამაშა. მოედანზე მისმა გამოჩენამ „იუვე“ შეცვალა და არგენტინელმა ორი საგოლე პასი გააკეთა.
„კმაყოფილი ვარ საგოლე პასებით, თანაგუნდელებისთვის გატანაში დახმარება ყოველთვის შესანიშნავია. ვინც ცოტას თამაშობს, მათაც შესანიშნავი თამაში ჩატარეს და დავამტკიცეთ, რომ შესანიშნავი ჯგუფი და ძალიან კარგი გუნდი ვართ. გამარჯვება მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო მატჩამდე დიდი ხანია დარჩენილი, შესაბამისად, ახლა „უდინეზეზე“ უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, რომ პირველი ადგილი დავიბრუნოთ.
შემტევი ტრიო? სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ დღეს კრიშტიანუსთან და გონსალოსთან ძალიან კარგი იყო ყველაფერი. საბედნიეროდ ორივეს დავეხმარე პასებით და ყველა ბედნიერია“, – თქვა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.