ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. არგენტინელმა ფორვარდმა გერმანელთა კარში გოლი გაიტანა და თამაშით კმაყოფილი დარჩა.
„რთული თამაში იყო, რადგან მათ კვალიფიკაცია სურდათ. პირველ ტაიმში სირთულეები გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარში შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, სხვა დამოკიდებულებით. გამარჯვება უკეთ მუშაობაში გვეხმარება, ჯგუფურ ეტაპზე არ წაგვიგია, კმაყოფილები ვართ, მაგრამ ახლა კვირას, „უდინეზესთან“ მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა იგუაინმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ სავარაუდო მეტოქეები მერვედფინალში „რეალი“, „ტოტენჰემი“, „დორტმუნდი“, „ლიონი“ და „ჩელსი“ არიან. წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.