მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება შეგვიძლია”

რონალდუ: “დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვანი ტიტულის მოგება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში „ჯენოა“ 3:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ „იუვეს“ მაისური მეასედ მოირგო და დუბლი შეასრულა. პორტუგალიელს ტურინულ გრანდში ჩატარებულ ამ 100 თამაშში 79 გოლი აქვს გატანილი.

„მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა. „ბარსელონასნაირი“ გუნდის დამარცხების შემდეგ რწმენა დაგვიბრუნდა და ძალა, თუნდაც ისეთი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც  „ჯენოაა“, რომელიც დაცვაში თამაშობდა. ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ყოველთვის რთულია, მაგრამ მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა ჩვენს გადასატვირთად.

ყოველწელს „იუვეს“ მიზანი სკუდეტოს და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, ამას მხოლოდ ერთი გუნდი მიაღწევს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რაღაც მნიშვნელოვანის მოგება შეგვიძლია“, – თქვა რონალდუმ მატჩის შემდეგ.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცალკე პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ახლა მორიგი მიზანი დაისახა – “იუვეს” მაისურით 100 გოლის გატანა.

„იუვენტუსში“ ჩემი მე-100 თამაშის საზეიმოდ რომელია უკეთესი გზა თუ არა 2 გოლის გატანა? ძალიან ვამაყობ, რომ „ბებერი სინიორას“ მაისურით ამ რიცხვს მივაღწიე, მაგრამ ახლა 100 გოლის გატანა მაქვს გადაწყვეტილი „იუვეს“ რიგებში, ისევე როგორც სეზონის ბოლოს ტიტულების მოგება. წავედით ბიჭებო, Fino Alla Fine”, – დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდვნო ტურშ კი ოთხშაბათს „ატალანტას“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …