ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-11 ტურში სტუმრად „ჯენოა“ პაულო დიბალას გოლით და კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – სტურაროს გოლის მომენტში მაყურებლის როლი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ შემთხვევებში კარს კარგად იცავდა.
კუადრადო 6.5 – ის ყოველთვის ამწვავებს, არასდროს ჩერდება. მატჩის ბოლოს მისმა აქტურობამ შედეგი გადამწყვეტი პენალტის მოპოვებით გამოიღო.
დე ლიხტი 6 – მას შემდეგ, რაც დაბრუნდა, „იუვე“ ნაკლებად უშვებს და იქმენა შთაბეჭდილება, რომ ეს გაშვებული გოლებიც მისი ბრალი არ არის.
დრაგუსინი შ.გ – რუმინელმა მცირე ხანი ითამაშა.
ბონუჩი 6 – უფრო მეტად მეტოქის საჯარიმოშ გამოირჩეოდა, დე ლიხტის გვერდით არაფერზე ნერვიულობდა, მაგრამ ისიც სტურაროს გოლის მომენტში მაყურებელი იყო.
ალექს სანდრო 5.5 – „ბარსელონასთან“ დაამტკიცა, რომ ძირითადის ღირსია, მაგრამ მისი როლი მთლიანად იცვლება. მის წინ კიეზასა და რემზის თამაში, ხოლ დაცვაში დანილოს ნაცვლად კუადრადოს ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ის მესამე ცენტრალური მცველია. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ აქვს.
მაკკენი 7 – მისი წვლილი გამარჯვებაში დიდია. ყველაფერს აკეთებს, რაც უნდა გააკეთოს. დიბალას გოლის მომენტში საოცარი პასი გააკეთა.
რაბიო 5 – დაიწყო ყვითელი ბარათით და გააგრძელა ცუდი თამაში.
მორატა 6 – შეცვლაზე შევიდა და მოიპოვა პენალტი, რომელმაც თამაში დახურა.
ბენტანკური 6.5 – ურუგვაელმა ნაბიჯი წინ გადადგა, დაცვას იცავდა და შეტევებსაც იწყებდა.
კიეზა 6 – მას დიდი მონდომება ჰქონდა, გოლიც გააუქმეს, მაგრამ საუკეთესოდ არ უთამაშია.
ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ ბოლო წუთები ითამაშა.
დიბალა 6.5 – გოლის მომენტამდე მორიგი იმედგაცრუება იყო. მაგრამ გოლი გაიტანა და ყველაფერი მისი გახდა. შეიძლება ეს სეზონის გარდამტეხი გახდეს? ამ რამდენიმე წუთით თუ ვიმსჯელებთ, ასე ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმა ჯერ კიდევ უკეთესის სურვილს ტოვებს.
კულუშევსკი შ.გ – შვედმა შემტევმა რამდენიმე წუთი ითამაშა.
რონალდუ 6.5 – ორი გოლი პენალტით, რამაც საშუალება მისცა „იუვეში“ მე-100 თამაში აღენიშნა. მას უკვე 79 გოლი აქვს გატანილი და შესანიშნავი მაჩვენებელია.
პირლო 6 – ჩემპიონატში ზედიზედ ორი გამარჯვება ზედიზედ, „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ მძიმე გამარჯვება, მაგრამ საჭირო. როგორც ჩანს, „იუვესთვის“ ჩაკეტილი გუნდები უფრო მეტ პრობლემას წარმოადგენენ, თუმცა 3 ქულა გუნდმა მოიპოვა და ამჯერად არაუშავს.