„მილანის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ ანდრეა პირლოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ერთ-ერთი პირლო იყო, ვინც გაიგო.
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ისიც გაიხსენა, როგორ გაიგო ეს ამბავი:
„ამ ზაფხულს პირლოს დავურეკე 23-წლამდე გუნდში დანიშვნა რომ მიმელოცა და ვკითხე: არ აპირებ ტურინში პირველი გუნდისთვის წასვლას? მან მიპასუხა: „საიდან იცი?. პირველი არა, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს ამბავი გავიგე“ – თქვა მალდინიმ.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი და ანდრეა პირლო „მილანში“ 2001-2009 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.