ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ Globe Soccer Awards-ის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეა ნომინირებული. პორტუგალიელს კონკურენციას ფრანგები კილიან მბაპე და ანტუან გრიზმანი გაუწევენ.
აღსანიშნავია, რომ რონალდუს ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული და რვაჯერ იყო ნომინირებული.
ამასთან, ცნობილია, წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინატებიც, რომელთა შორის მასიმილიანო ალეგრია. „იუვეს“ თავკაცს კონკურენციას ზინედინ ზიდანი, იურგენ კლოპი, დიდიე დეშამი და დიეგო სიმეონე გაუწევენ.