ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში „სპალი“ დაამარცხა, ხოლო „ნაპოლიმ“ „კიევო“ ვერ დაამარცხა და შედეგად, სხვობა რვა ქულამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 13 ტურის შემდეგ ლიდერსა და მდევარს შორის ასეთი სოლიდური სხვაობა 2000 წლის შემდეგ არ ყოფილა.
გარდა ამისა, 1994 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ერთ გამარჯვებაზე გუნდებს 3 ქულა ეწერებათ, 13 ტურში 37 ქულა აქამდე არავის დაუგროვებია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „იუვემ“ ორი რეკორდი უკვე დაამყარა.
საგულისხმოა ისიც, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გატანილი (28) და ყველაზე ცოტა გაშვებული გოლიც (8) „იუვენტუსს“ აქვს.