მთავარი / სიახლეები / კუადრადო: “ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ”

კუადრადო: “ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ კლუბში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. კოლუმბიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამაყობს, რომ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელია.

„ვალენსია“ – მიზანი ერთადერთია – გამარჯვება. შემდეგი ეტაპის საგზური უნდა გავიფორმოთ. უნდა გავაგრძელოთ მაქსიმუმისკენ სვლა, თამაშიდან თამაშამდე. თუმცა, კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ მატჩის ბოლომდე და ამას „მანჩესტერთან“ მარცხი გვასწავლის. „სპალთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მშვიდად მომზადებისთვის.

„იუვენტუსი“ – ვამაყობ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ და შემიძლია ვივარჯიშო დიდ ჩემპიონებთან ერთად, ყოველდღე მოვისმინო რჩევები ალეგრისგან და სამწვრთნელო შტაბისგან.

პოზიცია – პოზიციებს შორის შემდეგი განსხვავებაა: მაგალითად, ცენტრში თამაშის დროს დაცვით ფაზაში მეტი ყურადღებაა საჭირო, ბურთთან უფრო მეტ დროს ატარებ, ფლანგზე კი მთავარია ერთი-ერთზე თამაში და ჩაწოდება. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოედანზე ვიყო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ესაა ჩვენი ძალა.

რონალდუ – მისი მთავარი ნიჭი პროფესიონალიზმია. გამარჯვების სურვილი ყოველთვის აქვს და სწორ გუნდში მოვიდა. ჩვენ ისე ვფიქრობთ, როგორც ის. ნომერი? მისი დათმობა არ გამჭირვებია და მიხარია, რომ კრიშტიანუ ჩვენთანაც თავისი ნომრით თამაშობს“, – უთხრა კუადრადომ Sky Sport-ს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …