მთავარი / სიახლეები / “იუვე” – “სპალი”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “სპალი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-13 ტურში „სპალი“ დაამარცხა და მორიგი სამი ქულა მოიპოვა. ტრადიციულად გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Tuttosport-ის ვერსიით.

პერინი 6 – მისთვის რიტმის შენარჩუნება რთულია, არადგან 60 დღეში ერთხელ თამაშობს. თუმცა, ბევრი საქმე არ ჰქონია, ბონიფაცის დარტყმა დაბლოკა.

დე შილიო 6.5 – დაამტკიცა, რომ ამ „იუვეს“ მარჯვენა ფლანგზე მხოლოდ კანსელუ არ ჰყავს. სწორედ მან მოიპოვა ჯარიმა, რომელსაც პირველი გოლი მოჰყვა.

რუგანი 6.5 – შეცდომა არ დაუშვია და არ რისკავდა.

ბონუჩი 6.5 – მეორე გოლის შეტევა მისი გრძელი გადაცემით დაიწყო, რომელიც რონალდუს გაუკეთა.

ალექს სანდრო 6.5 – ლაძარის არ მისცა შეტევაში თამაშის საშუალება და ბურთი ბევრჯერ მოიპოვა.

კიელინი შ.გ – 6 წუთი იმისთვის გამოდგა საკმარისი, რომ „იუვენტუსის“ ყველა დროის ხუთეულში შესულიყო ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

კუადრადო 6.5 – მარჯვნივ თუ მარცხნივ, ყოველთვის თამაშში იყო და მზად გახლდათ მეტოქეს გასცდენოდა.

პიანიჩი 7 – თავიდან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემდეგ თამაში დაალაგა. საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მეორე ნახევარში დუგლას კოშტას შესანიშნავი პასი მისცა, როდესაც ბრაზილიელმა ძელს მოარტყა ბურთი. და კიდევ, სასიამოვნოა, რომ ამჯერად 90 წუთი ითამაშა.

ბენტანკური 7 – შეტევაში აქტიურად არ წასულა, თუმცა დაცვას კარგად ეხმარებოდა.

დუგლას კოშტა 7.5 – მეორე ტაიმში შესანიშნავი იყო. ძელს მოხვდა მისი დარტყმული, მიიღო მონაწილეობა მეორე გოლშიც. კარში ხუთჯერ დაარტყა და ეს საუკეთესო შედეგი იყო.

მატუიდი 6 – მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და შეიძლება ითქვას, „ვალენსიისთვის“ გახურდა.

მანჯუკიჩი 7.5 – პირველად იყო კაპიტანი. ბრძოლაში გაატარა მთელი თამაში, მეორე ტაიმში კი სეზონში მეექვსე გოლიც გაიტანა. აღნიშნა ქომაგებთან ერთად და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

რონალდუ 7.5 – ორნიშნა ციფრს სწორედ ამ შეხვედრაში უწია და ანგარიში გახსნა. პრაქტიკულად საგოლე პასიც გააკეთა, თუმცა დუგლას კოშტამ ვერ გაიტანა. საბედნიეროდ, ის შეტევა გოლით მაინც დასრულდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …