ტურინის „იუვენტუსს“ „სპალთან“ მატჩში მარიო მანჯუკიჩმა უკაპიტნა. ხორვატმა პირველად გაიყვანა „ბებერი ქალბატონი“ მოედანზე და ნამატჩევს, მადლობაც გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ მანჯუკიჩმა ხსენებულ შეხვედრაში გოლის გატანაც შეძლო:
„კაპიტნის საკმლავურის მორგება ჩემთვის პატივია და ვიზეიმეთ მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ხელმძღვანელობასა და ჩემს თანაგუნდელებს ნდობისთვის. კაპიტნის სამკლავურით თუ მის გარეშე, თავს ვგრძნობ ნამდვილ იუვენტინოდ და ყოველთვის მაქსიმუმს გავიღე ამ მაისურისთვის“, – დაწერა სოციალურ ქსელში მანჯუკიჩმა.
აქვე გეტყვით, რომ მარიოს მიმდინარე სეზონში სერია A-ში ჩატარებულ 10 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი.