ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ გუნდი უფრო ერთიანი და ძლიერი უნდა დაბრუნდეს.
პორტუგალიელი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ გამარჯვება ისევ შეუძლიათ და ფანებს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.
„გუშინ ცუდი თამაშით და ჩვენთვის მისაღებისგან შორს მყოფი შედეგით დავასრულეთ 2020 წელი, განსაკუთრებული წელი ბევრი მეთოდით. ცარიელი სტადიონები, კოვიდპროტოკოლი, გადადებული თამაშები, ხანგრძლივი პაუზები და ძალიან მჭიდრო კალენდარი.
მაგრამ ეს არაფრის საბაბი არ არის. ვიცით, რომ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესად ვითამაშოთ და უფრო მიზანმიმართული გზით გავიმარჯვოთ. ჩვენ „იუვენტუსი“ ვართ! და უბრალოდ, ვერ მივიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე მოედანზე. იმედია, ეს მოკლე შესვენება დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერები და ერთიანებით დავბრუნდეთ, ვიდრე ოდესმე, რადგან სეზონის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა და საბოლოოდ გვჯერა, ორმკიდევ ერთხელ გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმთ. გჯეროდეთ ჩვენი, ენდეთ ჩვენს გუნდს ისევე, როგორც ჩვენ გენდობით და ჩვენ ამას შევძლებთ. Fino Alla Fine”, – დაწერა რონალდუმ ინსტაგრამში.
View this post on Instagram