ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა სოციალურ ქსელსი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გუშინდელ კოშმარულ თამაშს გამოეხმაურა. ჯიჯის განცხადებით, „იუვეს“ ქომაგები უფრო მეტს იმსახურებენ.
„საბაბის ძებნა ჩვენთვის შესაფერისი არ არის. გუშინდელი თამაში ცარიელი ნაბჯი იყო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო გზა, რომლითაც 2020 წლის დასრულება გვსურდა. ეს იყო განსაკუთრებული და რთული წელი. საგანგებო მდგომარეობა, იძულებითი პაუზა, გულშემატკივრების გარეშე თამაში, პანდემია, რომლის აღმოფხვრა ჯერ ვერ შევძელით.
მაგრამ ამან ვერ და არ უნდა გაამართლოს ჩვენი თამაში. თქვენ მეტს იმსახურებთ და ჩვენ პირველ რიგში, უკეთესს ვიმსახურებთ საკუთარი თავისგან. ამ მიზეზით, დღეიდან გვაქვს ვალდებულება, რომ წინ ვიაროთ, უფრო მეტი თანმიმდევრობით, მონდომებით და შიმშილით დაუყოვნებლივ ფეხზე წამოვდგეთ“, – დაწერა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 3 იანვარს, ტურინში, „უდინეზესთან“ ჩაატარებს.