ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, „ნაპოლისთან“ მაშინ ითამაშებენ, როდესაც ლეგა იტყვის და თარიღს დაადგენს.
„ჩვენ მზად ვართ ვითამაშოთ „ნაპოლისთან“ მაშინ, როდესაც გვეტყვიან. ჩვენ 4 ოქტომბერსაც მზად ვიყავით. თარიღი? ამ ინფორმაციის შესახებ სტადიონზე მისვლის დროს შევიტყვეთ და ჯერჯერობით ლეგასთან კონტაქტი არ გვქონია. ჩვენ ამ თამაშშს დადგენილ დროსა და თარიღში ვითამაშებთ, როდესაც გადაწყვეტენ.
რაბიო? უსაფრთხოების მიზნით ეს გადაწყვეტილება მივიღეთ (რაბიო „ნაპოლისთან“ დისკვალიფიცირებული იყო და აპელაციის დაკმაყოფილების შემდეგ ეს დისკვალიფიკაცია გააქტიურდა, შედეგად, „ფიორენტინასთან“ ის განაცხადში არ იყო). რეგლამენტი ამბობს, რომ პირველივე თამაში უნდა გამოტოვოს დაჩვენთვის პირველი თამაში ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ფიორენტინასთან“ იყო.
კალენდარი? იტალიის თასის ან სუპერთასის მატჩის გადადება „ნაპოლისთან“ სათამაშოდ? ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვიცავთ იმასაც, რასაც ისინი გვეუბნებიან. როდესაც გვეტყვიან, რომ უნდა ვითამაშოთ, ვითამაშებთ. კალენდარი შედგენილია, ორგანიზაცია არსებობს და ამ საკითხზე სამუშაოდ დრო აქვს, ვნახოთ როდის ჩატარდება ეს მატჩი.
დიბალა? ყველა ინტერვიუში დიბალას შესახებ ვსაუბრობ. ხალხს სხვა რამეების ცოდნაც სურს. ვიმეორებ: ჩვენ მასთან კონტაქტი გვაქვს, პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო მასზე საუბრის დროს, მასზე უკეთ ვერავინ განმარტავდა სიტუაციას“, – თქვა პარატიჩიმ.