ტურინის „იუვენტუსმა“ 2020 წელი ცუდად დაასრულა და „ფიორენტინასთან“ შინ 0:3 წააგო. „ალიანც სთედიუმზე“ „იუვემ“ სერია A-ში პირველად იწვნია სამბურთიანი სხვაობით მარცხი და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებმა ძალიან დაბალი შეფასებები მიიღეს.
გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 5.5 – ალბათ ვლაჰოვიჩის გოლის სიტუაცია არასწორად წაიკითხა, შემდეგ კასტროვილის დარტყმისგან გუნდი გადაარჩინა და შეინარჩუნა 0:1 მანამ, სანამ ბონუჩი-ალექს სანდრო არ დააღალატებდა.
კუადრადო 4 – სეზონის პირველი ნახევარი მისთვის თითქმის სრულყოფილ იყო, მაგრამ ამ საშინელი უხეშობით ყველაფერი გაანადგურა.
დე ლიხტი 5.5 – უკან საუკეთესო იყო ან უფრო სწორად, ყველაზე ნაკლებად ცუდი. ბოლოს ტრავმა მიიღო და ახლა მხოლოდ იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზული არაფერია.
ფრაბოტა შ.გ – მან დე ლიხტი ბოლოს შეცვალა.
ბონუჩი 4 – ვლაჰოვიჩმა აჯობა პირველი გოლის დროს, თავიდნავე ცუდად დაიწყო თამაში, რომელიც შემდეგ უამრავი და მძიმე შეცდომებით გაგრძელდა.
ალექს სანდრო 4.5 – ცდილობდა გუნდს დახმარებოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა. მისი ავტოგოლი კი სურათი იყო „იუვენტუსის“ ცუდი თამაშის.
კიეზა 5.5 – არასდროს ნებდებოდა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო.
მაკკენი 6 – ამ ფუნდამენტურ მომენტში მისი დინამიურობა ძალზე მნიშვნელოვანია. რიცხობრივ უმცირესობაში მაინც ცდილობდა ნაპრალების შევსებას.
კულუშევსკი შ.გ – ის პრაქტიკულად დასრულებულ თამაშში ჩაერთო.
ბენტანკური 5 – ბევრი და ძალიან ბევრი არასწორი მოქმედებები.
რემზი 6 – კუადრადოს გაძევებას ის შეეწირა და ეს კარგად არ მიუღია.
დანილო 5.5 – ის ჩაერთო თამაშში კუადრადოს გაძევების შემდეგ და მეორე ტაიმში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური მოთამაშე იყო თავის გუნდში.
მორატა 5 – ცდილობდა თავისი სიჩქარე გამოეყენებინა, მაგრამ გადამწყვეტი საწყისი წერტილი ვერ იპოვა და შესვენებაზე შეცვალეს.
ბერნარდესკი 4.5 – მისთვის ეს დიდი შანსი იყო, მაგრამ ცუდად ითამაშა, პრაქტიკულად ყველა არჩევანი და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო.
რონალდუ 6 – ცდილობდა და ისევ ცდილობდა. ურტყამდა, მოიპოვა ჯარიმები, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.
პირლო 4 – არსებითად ყველაფერი არასწორია. მას გუნდისთვის სტაბილურობა უნდა მიენიჭებინა, მაგრამ მოედანზე ყველაზე ცუდი „იუვე“ ვიხილეთ, სწორი დამოკიდებულები გარეშე. დანილო-რემზის ცვლილება ძალიან ნაჩქარევი ჩანს. არ იყო აუცილებლობა ნახევარმცველის მოხსნა „ფიორენტინასთან“, რომელიც ერთი თავდამსმხელით თამაშობდა. საბოლოოდ 0:3-ით ამთავრებს წელს და სატურნირო ცხრილი უფრო და უფრო რთულდება.