ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პორტუგალიელმა ლიონელ მესის, ლეროი სანესა და სადიო მანეს აჯობა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ კვირის საუკეთესო მოთამაშედ პირველად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ „ატლეტიკოსთან“ (3:0) შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.