მთავარი / სიახლეები / “აიაქსი” – პირადი მატჩების ისტორია და გზა მეოთხედფინალამდე

“აიაქსი” – პირადი მატჩების ისტორია და გზა მეოთხედფინალამდე

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება. თავდაპირველად 10 აპრილს, „იოჰან კრუიფ არენაზე“, ხოლო შემდეგ 16 აპრილს – ტურინში. წარმოგიდგენთ მეტოქის განვლილ გზას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე და ურთიერთშეხვედრების ისტორიას.

გზა ჩემპიონთა ლიგაზე

„აიაქსი“ ერთადერთი გუნდია მეოთხედფინალში, რომელმაც ასპრეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა ჯგუფურ ეტაპამდე გრაცის „შტურმი“, ლიეჟის „სტანდარდი“ და კიევის „დინამო“ დაამარცხა.

ჯგუფში „ბაიერნის“ შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო „ბენფიკასა“ და აეკ-ს აჯობა. მერვედფინალში კი, „რეალი“ ორი მატჩის ჯამში 5:3 დაამარცხა. პირველი თამაში შინ 1:2 წააგო, მაგრამ საპასუხო „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 4:1 მოიგო და მსოფლიოს აალაპარაკა.

ფაქტი: „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საშუალო ასაკით ყველაზე ახალგაზრდული გუნდია(24 წელი და 202 დღე).

ერედივიზიონი

„აიაქსი“ ჰოლანდიის ჩემპიონატში ამ მომენტში მეორე ადგილზეა და პსვ ეინდჰოვენს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. 25 ტურის შემდეგ ამსტერდამელებმა 20 მოიგეს, 2-ჯერ ფრე ითამაშესდა 3-ჯერ დამარცხდნენ. გაიტანეს 88 გოლი და გაუშვეს მხოლოდ 21. ბოლო ტურში ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა „ზვოლე“ 2:1 დაამარცხეს.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე „იუვე“ „აიაქსს“ 12-ჯერ შეხვედრია და საგრძნობ უპირატესობა ფლობს: 6 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება.

ბოლო 6 თამაშიდან 5 ტურინელებმა მოიგეს, ხოლო ერთი უგოლოდ დასრულდა.

„იუვეს“ ამსტერდამში ბოლო სამი თამაში მოგებული აქვს.

ამ გუნდების გზა ევროთასების პლეი-ოფში 4-ჯერ გადაიკვეთა და ოთხჯერვე შემდეგ ეტაპზე „იუვენტუსი“ გავიდა.

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე „აიაქსს“ 5 მატჩში 7 გოლი გაუტანა.

„იუვე“ და „აიაქსი“ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში შეხვედრიან ერთმანეთს. 1973 წელს ჰოლანდიელებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 1996 წელს იტალიელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს 4:2 (1:1 120 წუთის შემდეგ).

30 მაისი, 1973 წელი. ჩემპიონთა თასის ფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:0

გოლი: 1:0 რეპი (5)

27 ნოემბერი, 1974 წელი, უეფას თასის 1/8 ფინალი: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:0

გოლი: დამიანი (16)

1 დეკემბერი, 1974 წელი, უეფას თასის 1/8 ფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 2:1

გოლები: 1:0 ბლანკენბურგი (16), 1:1 დამიანი (66, პენ), 2:1 მიურენი (89)

1 მარტი, 1978 წელი, ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:1

გოლები: 1:0 ვან დორდი (86), 1:1 კაუზიო (89)

15 მარტი, 1978 წელი, ჩემპიონთა თასის 1/4 ფინალი: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:1 (პენ: 3:0)

გოლები: 1:0 ტარდელი (21), 1:1 ლინგი (80)

პენალების სერია: ჯენტილე (არაზუსტი), გელსი (არაზუსტი), ბენეტი (გოლი), ვან დორდი (არაზუსტი), კაბრინი (გოლი), ლინგი (არაზუსტი), კაუზიო (გოლი)

22 მაისი,1996 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (პენ: 2:4)

გოლები: 0:1 რავანელი (13), 1:1 ლიტმანენი (41)

პენალტების სერია: დავიდსი (მეკარე), ფერარა (გოლი), ლიტმანენი (გოლი), პესოტო (გოლი), შოლტენი (გოლი), პადოვანო (გოლი), სილოი (მეკარე), იუგოვიჩი (გოლი)

9 აპრილი, 1997 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:2

გოლები: 0:1 ამორუზო (14), 0:2 ვიერი (41), 1:2 ლიტმანენი (66)

23 აპრილი, 1997 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 4:1

გოლები: 1:0 ლომბარდო (34), 2:0 ვიერი (36), 2:1 მელხიოტი (75), 3:1 ამორუზო (79), 4:1 ზიდანი (80)

15 სექტემბერი, 2004 წელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 0:1

გოლი: 0:1 ნედვედი (42)

23 ნოემბერი, 2004 წელი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 1:0

გოლი: 1:0 ზალაიეტა (15)

18 თებერვალი, 2010 წელი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „აიაქსი“ – „იუვენტუსი“ 1:2

გოლები: 1:0 სულეიმანი (17), 1:1 ამაური (32), 1:2 ამაური (58)

25 თებერვალი, 2010 წელი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „იუვენტუსი“ – „აიაქსი“ 0:0

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …