ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა. ანდრეას განცხადებით, „აიაქსის“ პოლიტიკა ყველასთვის სამაგალითოა.
„აიაქსმა“ დიდი სკოლა შექმნა და ეს არის მთავარი მაგალითი იმისა, რომ წარმატებული იყო ეკონომიკური რესურსების გარეშეც. ეს სპორტის სწორი პოლიტკაა. „აიაქსი“ დღეს მეოთხედფინალშია, მაგრამ ორი წლის წინ ევროპა ლიგის ფინალშიც ვიხილეთ. შესაბამისად, ეს არის სისტემა, რომელიც პროგრესირებს“, – განაცხადა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამსტერდამში 10 აპრილს, ხოლო საპასუხო ტურინში 16 აპრილს გაიმართება.