ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ნიონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრას დაესწრო. ჩეხმა მომავალი მეტოქის, „აიაქსის“ შესახებ ისაუბრა.
პაველის თქმით, არც კმაყოფილია და არც უკმაყოფილო:
„არც კმაყოფილი ვარ და არც უკმაყოფილო. ვფიქრობ, ორი შესანიშნავი თამაში იქნება. ჩვენმა მეტოქემ ამ ეტაპზე ყოფნა დაიმსახურა, „რეალი“ გამოთიშა ასპარეზობა და ეს არ იყო ხუმრობა. ჩვენ კი თავის მხრივ, მადრიდის თამაშის შემდეგ ტურინში ნამდვილი „იუვე“ ვნახეთ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ და შევინარჩუნოთ ის ენთუზიაზმი, რაც „ატლეტიკოსთან“ გვქონდა.
„ატლეტიკოსთან“ ფანტასტიკური საღამო იყო, ზეიმი, შესანიშნავი პუბლიკის დამსახურებით. ყოველთვის ასე უნდა იყოს ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. ახლა ჩვენ აქ ვართ და უკეთესს ვერაფერს ვინატრებდით“, – განაცხადა ნედვედმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამსტერდამში 10 აპრილს, ხოლო საპასუხო 16 აპრილს ტურინში გაიმართება.