მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “არავინ იცის რა მოხდება ერთ-ორ წელიწადში”

რონალდუ: “არავინ იცის რა მოხდება ერთ-ორ წელიწადში”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უახლოეს მომავალში კარიერის შესაძლო დასრულებაზე ჩამოაგდო სიტყვა.

პორტუგალიელის განცხადებით, არავინ იცის რა მოხდება ერთი-ორი წლის შემდეგ:

„ფეხბურთი ისევ მიყვარს, მიყვარს გულშემატკივრები და ყველა ვინც ჩემთან არის დაკავშირებული. ეს ასაკთან დაკავშირებული არაა, ყველაფერი მენტალიტეტზეა დამოკიდებული.

ბოლო 5 წლის განმავლობაში დავიწყე ახალი გზა, რომელიც ფეხბურთისგან შორსაა და არავინ იცის, რომ ერთ ან ორ წელიწადში.

საჭიროა საკუთარი თავის ყოველთვის გჯეროდეთ. მე ვიცი რისი გაკეთება შემიძლია და თავს ვაკონტროლებ. მრავალი წლის შრომა, თავგანწირვა და ვნება დამჭირდა იმისთვის, რაც დღეს ფეხბურთში მაქვს. კონკურენტუნარიანი ვარ და არ მომწონს მეორე ან მესამე ნომრობა. მინდა, რომ პირველი ნომერი ვიყო და ამისთვის 100%-ით დავიხარჯები“, – თქვა კრიშტიანუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …