მთავარი / სიახლეები / ლუსიო: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

ლუსიო: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია”

ვეტერან ბრაზილიელ მცველ ლუსიოს „იუვენტუსში“ გატარებული პერიოდი კარგად არ ახსენდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად სწორედ ყოფილ გუნდს მიიჩნევს.

ბრაზილიელი „იუვენტუსში“ 2012 წლის ზაფხულში „ინტერიდან“ გადავიდა, მაგრამ BBC-ის ტრიოსთან კონკურენციაში შავ-თეთრი მაისური მხოლოდ ოთხ მატჩში მოირგო და 4 თვის შემდეგ ტურინი უკვალოდ დატოვა.

Gazzetta Dello Sport-ი ლუსიოს გაესაუბრა, „იუვენტუსი“ – „ლევერკუზენის“ მატჩის დღეს, რადგან ბრაზილიელს თავის დროზე ორივე გუნდის რიგებში უთამაშია.

რა არის თქვენთვის „ბაიერი“?

– ყველაფრის დასაწყისი. დასაწყისი ჩემი მშვენიერი ევროპული თავგადასავლის. „ინტერნასიონალიდან“ გადავედი და გერმანიაში მაშინვე ბედნიერი გავხდი. საშუალო დონის გუნდი იყო, მაგრამ მქონდა შანსი ახალ კონტინენტზე მეთამაშა და ადაპტირება მომეხდინა. 2001-2002 წლების სეზონში საოცარი გზა გავიარეთ და ისტორიული ფინალიც ვითამაშეთ. მადლობელი ღმერთის, რომ „ლევერკუზენში“ ვითამაშე, ეს იდეალური გუნდი იყო საწყისი ეტაპისთვის. გარდა ამისა, გუნდში ბევრი ბრაზილიელი იყო, მაგალითად ზე რობერტო, რომელიც დამეხმარა ადაპტაციაში. ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდია.

– რა ისწავლეთ გერმანულ წლებში?

– გავიზარდე, როგორც ადამიანი. გერმანიაში დისციპლინა, გრაფიკი, ძალისხმევის მნიშვნელობა ვისწავლე. ეს ყველაფერი ჩემს კარიერაში დამეხმარა, რომელიც შემდეგ სხვა გუნდებსა და ეროვნულ ნაკრებში გამომადგა, სადაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი 2002 წელს.

– 2012 წელს „იუვენტუსში“ აღმოჩნდით, მაგრამ ხანმოკლე პერიოდით. რა მოხდა?

– ისე მოხდა, რომ არ ვთამაშობდი… სამწუხაროდ, არ ვიყავი ისეთი ყურადღების ქვეშ, რომელსაც ვფიქრობდი, რომ ვიმსახურებდი. ტურინში შესანიშნავი გუნდიდან და წარმატებული „ინტერიდან“ გადავედი. ვიმედოვნებდი, რომ იგივე „იუვეშიც“ გაგრძელდებოდა და ამის ნაცვლად… ყველაფერი ცუდად დასრულდა. სწორედ ამიტომ, ჩემი და „იუვეს“ ურთიერთობა მცირე პერიოდით გაგრძელდა.

– როგორც ჩანს, ნანობთ…

– რომ შემეძლოს უკან დაბრუნება, სხვაგან წავიდოდი. კლუბს ყოველთვის იმის მიხედვით ვირჩევდი, რომ უკეთ ვყოფილიყავი, მაგრამ იმ პერიოდში მხოლოდ ერთი ინტერესი მქონდა: არ დამეტოვებინა „ინტერი“. სამწუხაროდ, იმავე დროს მილანში ყველაფერი შეიცვალა და თითქმის ვალდებული ვიყავი გუნდი დამეტოვებინა.

– იმ თვეებში „იუვენტუსში“ ანტონიო კონტესთან მოგიწიათ მუშაობა, რომელიც ახლა „ნერაძურიშია“…

– ეს ფეხბურთია, იცვლებიან მწვრთნელები და ფეხბურთელები. ჩემთვის ნორმალურია, რომ „იუვენტუსის“ სიმბოლო „ინტერში“ გადავიდეს ან პირიქით. კონტეს გუნდისთვის კარგად ჯერ კიდევ არ მიყურებია, მაგრამ ვიცი, რომ ის არის მწვრთნელი, რომელიც თავის გუნდებს მტკიცე ტონს აძლევს. ფიზიკურადაც კარგად ამზადებს. ეს შევამჩნიე მიუხედავად იმისა, რომ მასთან ცოტა ხანი ვიმუშავე.

– რა განსხვავება იყო იმ „ინტერს“, რომელმაც ყველაფერი მოიგო და იმ „იუვენტუსს“ შორის, რომელშიც თქვენ ითამაშეთ კონტეს ხელმძღვანელობით…

– ძალიან ძლიერი განსხვავება იყო, თუნდაც იმიტომ, რომ „იუვეში“ ძალიან მცირე ხნით ვიყავი. მოურინიო ჩემთვის საუკეთესო მწვრთნელია ვისთანაც მიმუშავია. ის „ინტერი“ ერთიანი და ძლიერი გუნდი იყო, რომელსაც ფსიქოლოგიურად მწვრთნელი უძღვებოდა.

– ახლა „იუვენტუსი“ ძალიან შეიცვალა იმ გუნდთან შედარებით, რომელშიც თქვენ თამაშობდით…

– დიახ, „იუვე“ ყოველთვის ძლიერი იყო, ახლა კი უძლიერესია, რადგან სუპერ ფეხბურთელები იყიდა კრიშტიანუს მეთაურობით. ჩემთვის ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია.

– რონალდუს მოედანზე არასდროს შეხვედრილხართ?

– მახსოვს 2007 წელს პორტუგალია – ბრაზილიის თამაში, 2:0 წავაგეთ. ის შესანიშნავი იყო, პროფესიონალი, მოედანზე კონცენტრირებული. ალბათ მასზე მეტად სრულყოფილი არავინაა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …