მთავარი / სიახლეები / გამარჯვება პრობლემების გარეშე

გამარჯვება პრობლემების გარეშე

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მაურიციო სარის გუნდს ლევერკუზენის „ბაიერის“ დამარცხება არ გასჭირვებია და მეტოქეს ერთი თავით აჯობა.

„იუვე“ სწრაფად მე-17 წუთზე დაწინაურდა, გონსალო იგუაინი მცველთან ორთაბრძოლაში ჩინებულად გაერკვა სიტუაციაში და ზუსტად დარტყმა მოახერხა. იმავე იგუაინს ტაიმის ბოლოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარემ აჯობა.

მეორე ტაიმში „იუვენტუსის“ უპირატესობა გაიზარდა. თავდაპირველად, ფედერიკო ბერნარდესკიმ თებერვლიდან მოყოლებული უგოლო სერია დაასრულა და ანგარიშის სხვაობა გაზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში პირველი გლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელმა ამ ტურნირზე 33-ე განსხვავებულ გუნდს გაუტანა და რაულის რეკორდი გაიმეორა.

„იუვენტუსმა“ ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და გალიდერდა. მომდევნო ტურში კი 22 ოქტომბერს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „ლევერკუზენი“ 3:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 39 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ბენტანკური 74), პიანიჩი, მატუიდი; ბერნარდესკი (რემზი 78), იგუაინი (დიბალა 83), რონალდუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

„ლევერკუზენი“ (4-2-3-1): ჰრადეცკი; ვეიზერი, ტაჰი, ს. ბენდერი, ვენდელი; ბაუმგარტლინგერი, არანგიზი (სინკგრავენი 80); ჰავერცი, დემირბაი (ამირი 46), ვოლანდი; ალარიო (პაულინიო 68)

მწვრთნელი: პეტერ ბოში

გოლები: 1:0 იგუაინი (17), 2:0 ბერნარდესკი (62), 3:0 რონალდუ (88)

გაფრთხილება: კუადრადო (55) – არანგიზი (19)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 8 (0) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ვილიამ კოლამი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …