მთავარი / სიახლეები / რონალდუ: “არანაირი პოლემიკა, კარგად არ ვიყავი”

რონალდუ: “არანაირი პოლემიკა, კარგად არ ვიყავი”

პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერაში 99-ე გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ მომხდარზე პირველად გააკეთა კომენტარი და კონფლიქტი გამორიცხა.

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში შეზღუდული ვიყავი. არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა, ყველამ ვიცით, რომ არავის მოსწონს შეცვლა. შევეცადე „იუვენტუსს“ ტრავმირებულიც დავხმარებოდი, შეცვლა კი არავის მოსწონს, მაგრამ მესმის, რადგან ამ ორ თამაშში 100%-ით მზად არ ვიყავი.

ვიცი, რომ არ ვარ ისეთ კარგ ფორმაში, როგორც გუნდს უნდა, მაგრამ ვეცდები 100%-ით მზად ვიყო, რაც შეიძლება მალე“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …