ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა. აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაადასტურა.
ჯერჯერობით უცნობია ტრავმის ხარისხი, ალექს სანდროს კუნთის პრობლემები აქვს. ის რჩება ბრაზილიის ნაკრების შეკრებაზე, სადაც მორიგი გამოკვლევა ჩაუტარდება. თუმცა, გადაწყვეტილია, რომ სამხრეთ კორეასთან სპარინგში არ ითამაშებს.
„იუვენტუსი“ კი შეშფოთებულია ალექს სანდროს ტრავმით, რადგან მაურიციო სარისთვის შეუცვლელი ფიგურაა და გუნდში მის გარდა სხვა ნომინალური მარცხენა მცველი არაა.