კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიელმა JTV-ს ინტერვიუ მისცა და მადლობა გადაიხადა.
„მადლობა, ძალიან ბენდიერი ვარ, ჩემს დაბადების დღეს აქ აღვნიშნავ. იტალიაში ყოფნა, აქ ვარჯიში შესანიშნავია. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოსალოცი მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა“, – თქვა რონალდუმ.
კრიშტიანუმ იტალიაში გატარებულ თვეებზეც გააკეთა კომენტარი:
„ეს დიდი გამოცდილებაა, ვგრძნობ, რომ აქ ყოფნით გამიმართლა, ხალხი შესნიშნავად მხვდება, განსაკუთრებით, აქ „იუვენტუსში“ და ტურინი ძალიან ლამაზი, მშვიდი ქალაქია. ჩემი ოჯახი აქ ბედნიერია და ამიტომ მეც ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“.
ბოლოს კრიშტიანუმ „ბიანკონერის“ დღევანდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა:
„გუნდი კარგ ფორმაშია. თავს კარგად ვგრძნობთ, ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე ვასპარეზობთ, პირველი ტიტული უკვე მოვიგეთ და წელი თასით დავიწყეთ. მზად ვართ შემდეგი მატჩებისთვის“.