ტურინის „იუვენტუსმა“ ორდღიანი პაუზის შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. დღეს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელსაც ნეკნის ტრავმა აწუხებდა.
შესაბამისად, ფედერიკო „სასუოლოსთან“ დაპირისპირებისთვის მზად იქნება. სამაგიეროდ არ უვარჯიშია დუგლას კოშტას, რომელსაც მუხლის დაზიანება აღენიშნება. ბრაზილიელი გუნდს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაუბრუნდება.
ასევე არ უვარჯიშია მცირე ტრავმის გამო ლეონარდო სპინაცოლას. ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი და ლეონარდო ბონუჩი კი, ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან.
ხვალ, „იუვე“ კონტინასას ბაზაზე მორიგ ვარჯიშს გამართავს.