ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ჯენოას“ ცენტრალურ მცველ კრისტიან რომეროს დაიმატებს. Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და არგენტინელი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება.
გარიგების თანახმად, რომეროს სანაცვლოდ „იუვე“ დაახლოებით 30 მილიონ ევროს გაიღებს.
20 წლის ფეხბურთელი იტალიაში პირველ სეზონს ატარებს და „ჯენოას“ რიგებში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.